×
სუში
ბოქსები
სეტები
სასმელი
  • წესები და პირობები

    შესავალი

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვაკაის ვებგვერდზე!

    აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე - https://www.wakai.ge/ და რომლის ოპერირებაც  ვაკაის მიერ ხორციელდება.

    ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენგან ჩვენი ვებგვერდის გამოყენების შედეგად.

    ჩვენსა და თქვენ შორის შეთანხმება მოიცავს აღნიშნულ წესებსა და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკას თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მას.

    თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ შეთანხმებას (ან თვლით, რომ ვერ დაიცავთ), შეგიძლიათ, არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე wakaifood@gmail.com იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელსა თუ სხვა სერვისზე წვდომის მსურველზე.

     

    კომუნიკაცია

    ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენთან იქნას გამოგზავნილი.

    თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე. ამისათვის უნდა გამოგზავნოთ შეტყობინება ჩვენს ელ. ფოსტაზე (wakaifood@gmail.com) გამოწერის გაუქმების მოთხოვნით.

     

    შეძენა/ყიდვა

    ვებგვერდიდან პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა პროდუქტის ობიექტიდან გატანა ან პროდუქტის მიწოდება ხორციელდება გარვეულ პერიოდში:

    თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე, შეიძლება, საჭირო გახდეს თქვენგან შესყიდვისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოდგენა, მათ შორის (და არამარტო), საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

    თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება, გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერ შეძენასთან დაკავშირებით და რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

    გადახდისა და შესყიდვების განსახორციელებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ ეს ინფორმაცია გადავცეთ მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკას.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის (მაგრამ არამარტო) შემდეგი მიზეზ(ებ)ით: პროდუქტის ან მომსახურების ხელმიუწვდომლობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომ(ებ)ის არსებობა, შეცდომ(ებ)ი თქვენს შეკვეთაში, ან სხვა მიზეზი.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

    ნივთის შეძენამდე მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რათა სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა თქვენ წინაშე არსებულ საჭიროებებთან.

     

    შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

    შეკვეთის გაუქმება შეკვეთის განთავსების შემდეგ არ არის შესაძლებელი. თანხის დაბრუნება/ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 5 კალენდარული დღის  ფარგლებში.

     

    თანხის დაბრუნების/ პროდუქციის შეცვლის პირობები:

    თანხის დაბრუნება ან პროდუქციის შეცვლა მომხმარებელს შუძლია მოითხოვოს შემდეგ შემთხვევებში:

     

    თანხის დაბრუნება ან შეცვლა ხდება მისი შეძენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში;

    აღნიშნული მონაცემები მოწოდებულ უნდა იქნას შემდეგ ელ. ფოსტაზე: wakaifood@gmail.com;

     

    შემადგენლობა/კონტენტი

    ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, წარმოადგენს ვაკაის საკუთრებას, ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება, გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ, ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის წინასწარი წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

    თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და პირობების შესაბამისად.

     

    ანალიტიკა

    ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

     

    ანგარიშები

    როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებგვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

    თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შეცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

     

    შეწყვეტა

    ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ, ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის (მაგრამ არამხოლოდ) პირობების დარღვევის შემთხვევაში.

    თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

     

    მარეგულირებელი კანონი

    წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგლებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.

    ჩვენ მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.

     

    ცვლილებები სერვისში

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთ ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

     

    დასტური/თანხმობა

    ჩვენი სერვისით ან ჩვენ მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მას.

     

    დაგვიკავშირდით

    გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: wakaifood@gmail.co